ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მანამდე კაციამ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს.
კაცია სამართალდამცველებმა 7 დეკემბერს დააკავეს. მას ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ, 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.
