სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გამოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით, თბილისის ქუჩებში საგანგებო მზადება მიმდინარეობს.
პატრიარქის პატივსაცემად, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან შემდგარი საპატიო დერეფანია მოწყობილი.
თავდაცვის ძალები განლაგებულნი არიან სახელმწიფო დროშებით, რომლებზეც, გლოვის ნიშნად, შავი ლენტებია დამაგრებული.
პროცესია სამების ტაძრიდან დაიწყება და ძველი თბილისის ქუჩების გავლით, სიონის ტაძრისკენ გაემართება.
ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. ამის შემდეგ დაიწყება ფეხით მსვლელობა, რომელშიც სასულიერო პირებთან და თავდაცვის ძალებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მრევლი, საზოგადოების წარმომადგენლები.
უწმინდესისა და უნეტარესის სურვილის თანახმად, მას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
