საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური განახლების პროცესი იწყება. პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაესწრნენ.

"ისტორიული განახლების" პროექტი, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვნად განახლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.

ამასთან, უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს ახალი მიმართულებები: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი დაემატება. ზაფხულის სეზონიდან კი მატარებლები მგზავრებს თბილისიდან ბათუმში ოთხ საათში ჩაიყვანენ. ასევე, იგეგმება ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის აღდგენა. ე.წ. კუკუშკა მგზავრებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება.