პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ მზად არის თავდებში ჩაუდგეს დაკავებულ კოლეგას, გიორგი ჩახუნაშვილს.

"გოგი ჩახუნაშვილი არის ჩემი მასწავლებელი. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გაირკვევა. თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები", - განუცხადა "ნეტგაზეთს" თემურ მიქელაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი 9 ოქტომბერს დააკავეს.