აშშ-ში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, 15 წლის ბიჭს მეხმა დაარტყა და გადარჩა.
ბიჭის განცხადებით, "მას ძალიან გაუმართლა, რომ მეხის დაცემის შემდეგ გადარჩა".

15 წლის იასინ ხალიფა მეგობრებთან ერთად, ცენტრალურ პარკში იმყოფებოდა, როდესაც ჭექა-ქუხილი დაიწყო.

მან მედიას განუცხადა, რომ ქარიშხლის დასრულებამდე მათ პარკში დარჩენა გადაწყვიტეს. ის ხეს ეყრდნობოდა, როდესაც მეხი ხეს დაეცა და მან გონება დაკარგა. შემთხვევის შემდეგ მისმა მეგობრებმა 911-ში დარეკეს და მაშველები გამოიძახეს.