აშშ-ის საზღვაო ძალების 21 წლის ჯარისკაცი, ვირჯინიაში მოულოდნელად გაუჩინარდა.
ვირჯინიის შტატის პოლიციის ცნობით, ანჯელინა "ენჯი" რესენდიზი, ბოლოს ხუთშაბათს, 29 მაისს, დილის 10:00 საათზე ნახეს. ის მილერ ჰოლში, საზღვაო სადგურ ნორფოლკის ყაზარმაში იყო.
"ეს გაუჩინარება რეალურ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, როგორც ეს საგამოძიებო უწყებამ დაადგინა", - აცხადებენ პოლიციაში.
აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, რესენდიზი USS James E. Williams-ის ბორტზე კულინარიის სპეციალისტია.