აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში, ციდან პატარა ზომის თავჩაქუჩა ზვიგენი ჩამოვარდა. მედიის ცნობით, ზვიგენი მირტლ-ბიჩის სანაპიროს მახლობლად, დისკ გოლფის მოედანზე ჩამოვარდა.

სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევებს ზოგჯერ წყლის ქარბორბალები იწვევს, რომლებიც თევზებს წყლიდან იტაცებენ და ხმელეთზე გამოსვლის შემდეგ ძალას კარგავენ და თევზები ციდან ცვივა. ასევე, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის შედეგადაც შეიძლება თევზი ხმელეთზე აღმოჩნდეს - ეს არის მტაცებელი ფრინველი შაკია, რომელიც თევზებზე აქტიურად ნადირობს.

თვითმხილველის თქმით, საოცარი მოვლენის მომსწრე გახდა.

“ჩვენ არ გვჯეროდა და გამუდმებით ვეკითხებოდით საკუთარ თავს ეს მართლა მოხდა?“ - განაცხადა ჯონათან მარლოუმ, რომელიც ციდან ზვიგენის ჩამოვარდნის მომსწრე გახდა.