ირანის დელეგაცია, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ხუთშაბათს საღამოს ისლამაბადში ჩავა, - ამის შესახებ ირანის ელჩმა პაკისტანში სოციალურ ქსელში დაწერა.
"მიუხედავად ირანის საზოგადოების სკეპტიციზმისა, რომელიც გამოწვეულია ისრაელის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევებით, რაც მიზნად ისახავს საპატიო პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის მიერ წარმოდგენილი დიპლომატიური ინიციატივის საბოტაჟს, ირანის დელეგაცია დღეს საღამოს ისლამაბადში ჩავა, ირანის მიერ შეთავაზებული 10-პუნქტიანი გეგმის შესახებ სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა რეზა ამირი მოგადამმა.
ამასთან, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაგერ ღალიბაფმა, რომელიც, ზოგიერთი მედიის ცნობით, თეირანის დელეგაციას უხელმძღვანელებს, ამბობს, რომ მოლაპარაკებები "არაგონივრული" იქნება და ისრაელი, ლიბანზე დარტყმების განხორციელებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
პაკისტანმა და ირანმა განაცხადეს, რომ აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზეც ვრცელდება, ხოლო აშშ-მ და ისრაელმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ლიბანში "ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციებს არ ეხება.
