ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, 98-ე დივიზიის მედესანტეებმა "სამხრეთ ლიბანის დამატებით რაიონებში, მიზნობრივი სახმელეთო ოპერაციები გააფართოვეს".
"ჯარებმა დაამყარეს ოპერატიული კონტროლი ამ ტერიტორიაზე და აგრძელებენ "ჰეზბოლას" ტერორისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებს, რათა გააძლიერონ თავდაცვითი წერტილი და აღმოფხვრან საფრთხე ჩრდილოეთ ისრაელის მაცხოვრებლებისთვის", - ნათქვამია "ცაჰალის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნეს, რომ მათ "ჰეზბოლას" ათობით ტერორისტი მოკლეს და დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის იარაღი აღმოაჩინეს.
