ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, ჰეზბოლას გენერალური მდივნის, ნაიმ ყასემის ძმისშვილი და პირადი მდივანი დაიღუპა.
"ცაჰალის" ცნობით, ალი იუსუფ ჰარში, ყასემის დაახლოებული პირი და მრჩეველი იყო, რომელიც "ცენტრალურ როლს ასრულებდა მისი ოფისის მართვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში".
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ოთხშაბათს, ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე 182 ადამიანი დაიღუპა.
