იტალიაში, მაისის თვეში დაკარგული სექს მუშაკი, 30 წლის ქალი, პოლიციამ მოკლული იპოვა. მისი უთავო ცხედარი ბუჩქნარში დამალულ ჩანთაში იდო.

მედიის ცნობით, ქალი 15 მაისს დაიკარგა. ის მამაკაცთან პაემანზე წავიდა, რის შემდეგაც ქალი დაიკარგა. მისი სამძებრო ოპერაცია სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოძიებით დაადგინა, რომ ქალი მისმა კლიენტმა მოკლა. მამაკაცმა აღიარა რომ ქალს 15 მაისს, საღამოს შეხვდა. მისი განმარტებით, ქალი მას აშანტაჟებდა და 10 000 ევროს გადახდას ითხოვდა. რის გამოც მან ქალის მოკვლა გადაწყვიტა.

პოლიცია მამაკაცის ჩვენებას ამოწმებს.