პაკისტანის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის (PMD) მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ ირანზე აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმებით გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ, შესაძლოა მეზობელ პაკისტანში ჰაერის ხარისხი გააუარესოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ირანში ბოლო დროს შექმნილი ვითარების გამო, ქარმა შესაძლოა დამაბინძურებელი ნივთიერებები შეიტანოს და გააუარესოს ჰაერის ხარისხი ქვეყნის დასავლეთ ნაწილებში", - ნათქვამია PMD-ის განახლებულ პროგნოზში, რომელშიც 12 მარტამდე, ასევე ნავარაუდევია წვიმა, ქარი და ჭექა-ქუხილი დასავლეთ პაკისტანში.
პაკისტანს ირანთან დაახლოებით 900 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აქვს.
ბოლო დღეებში, თეირანში მომუშავე CNN-ის ჟურნალისტმა, ნავთობის ობიექტებზე საჰაერო დარტყმების შემდეგ აღწერა, რომ "სქელი შავი კვამლი კვლავ ჰაერშია და თითქმის მთელ ქალაქს აკრავს". "ამ ჰაერის შესუნთქვა საკმაოდ ტოქსიკურია", - თქვა CNN-ის ჟურნალისტმა ფრედ პლეიტგენმა.
