ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური პარკის ველოდრომზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა შენობის სახურავი დააზიანა. როგორც BBC წერს, ხანძრის ლოკალიზება დილით ადრე მოხდა.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ხანძრის კომპლექსის სხვა ნაწილებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და დაშავებულები არ არიან.
შტატის სამხედრო სახანძრო სამსახურის განცხადების თანახმად, ხანძრის ჩაქრობაში დაახლოებით 80 მეხანძრე და 20 სახანძრო მანქანა მონაწილეობდა.
