საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, სამხედრო ჭურვი საცხოვრებელ შენობას დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. აღნიშნული შემთხვევა ალ-ხარჯში, ერ-რიადიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 107 კილომეტრში მოხდა.
CNN-ის ცნობით, ინციდენტი ირანთან ომის დაწყების შემდეგ, საუდის არაბეთის სამეფოში პირველი დაფიქსირებული ფატალური შემთხვევაა.
საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შენობას სარემონტო და დასუფთავების კომპანია იყენებდა.
განცხადებაში არ დაუზუსტებიათ, ვისი ნასროლი ჭურვი მოხვდა შენობას.
