სკანდალურმა ამერიკელმა რეპერმა, კანიე უესტმა  სახელი ოფიციალურად მეორედ შეიცვალა. მას ახლა "Ye Ye" ჰქვია.

რეპერმა სახელი პირველად 2021 წელს შეიცვალა და Ye დაირქვა. ის ოფიციალურ დოკუმენტებში "Ye West"-ის სახელით იყო მოხსენიებული.

რეპერი საკუთარი კომპანიების (Yeezy Apparel, Yeezy Record Label, Getting Out Our Dreams და სხვები) საქმიან დოკუმენტებში უკვე "Ye Ye"-ს სახელთ ფიგურირებს. ინფორმაციას The New York Post-ი ავრცელებს.