თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი ირანული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ განაცხადა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მოქმედმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რაკეტის რამდენიმე ფრაგმენტი გაზიანტეპის მახლობლად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს ძალებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული რაკეტა ჩაჭრეს.
