ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მამუკა მდინარაძეს ექნება მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, - განაცხადა "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
"მამუკა მდინარაძეს ჩვენ ვიცნობთ აქტიურ პოლიტიკაში 2016 წლიდან, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, მენეჯერულ თანამდებობაზე, ქვეყნისთვის ბრძოლაში, მას აქვს პროფესიული გამოცდილებაც. რაც მთავარია, აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ქართულად და ეს არის მთავარი კრიტერიუმები, რის გამოც იგი წარმატებული იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
