"რამდენიმე ასეულ რადიკალს არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობა გაწიროს ქაოსისთვის და 90-იანი წლებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი იმ პროცესის კულმინაცია იყო, რაც ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
"4 ოქტომბერი იმ პროცესის კულმინაცია იყო, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ვაკვირდებოდით და 4 ოქტომბრის შემდეგ, ეს არის გაგრძელება 4 ოქტომბრისა. სახელმწიფო გადატრიალება კულმინაცია იყო იმ რამდენიმე თვიანი პროცესისა. ეს არის გარკვეული კონვულსიები არ შემდგარი სახელმწიფო გადამტრიალებლების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ მეთოდურად მიუდგება, ისე, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, ამ ყველაფერს მივიყვანთ იქამდე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება. რამდენიმე ასეულ რადიკალს არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობა გაწიროს ქაოსისთვის და 90-იანი წლებისთვის", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.