"გამოძიების ფარგლებში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე ჯამში 35 პირია დაკავებული.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს", - განაცხადა დარახველიძემ.