სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიისთვის ყველაფერი მზად არის. მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული არიან საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს დროშებით ხელში. სწორედ ასე დახვდება ქართული ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძარში გადაასვენებენ.
ილია მეორეს სამების ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.
სიონის ტაძრამდე, გზაზე მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
