დედამიწის ბრუნვის სიჩქარე თანდათან ნელდება. მეცნიერების მტკიცებით, დაახლოებით 200 მილიონ წელში დღე-ღამის ხანგრძლივობა გახდება 25 საათი. ამ თემის შესახებ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, ისინი ცდილობენ დედამიწის ბრუნვის გაზომვის სიზუსტე კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესონ.
earth.com-ს თუ დავეყრდნობით, დინოზავრების ეპოქაში (ანუ 200 მილიონი წლის წინ) დღე-ღამე მხოლოდ 23 საათს გრძელდებოდა, ხოლო 1,4 მილიარდი წლის წინ – მხოლოდ 18 საათი და 41 წუთი.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაიწყეს გრძელვადიანი ექსპერიმენტი, მრგვალი ლაზერის დახმარებით, რათა ზუსტად გაზომონ დედამიწის ბრუნვა და ასევე თვალყური ადევნონ ბრუნვის სიჩქარის დინამიკას.
მოწყობილობა იყენებს რთულ კომპლექსურ სისტემას. ლაზერებისა და სარკეების დახმარებით, მას შეუძლია ზუსტად დაადგინოს დედამიწის ბრუნვის სიჩქარის ცვალებადობა.
ambebi.ge