პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

გონიოში, კორპუსის საყრდენი რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა - დაშავებულია ერთი ადამიანი

1752758533

როგორც საგანგებოს სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

რუსთავში, სასწრაფოს ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს

1752753483

"საჭიროებიდან გამომდინარე, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ზოგჯერ მეზობელ ფილიალებსაც ეხმარებიან.რუსთავის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადას გამოძახებაზე გასვლა მეზობელ რაიონში მოუწია.გამოძახება ლოზუნგით-მშობიარობა.ადგილზე მისულ ბრიგადას ორსული ქალბატონი მუცლის მოვლითი ტკივილებით დახვდა.პარამედიკოსი ანა კაპანაძის გადმოცემით, მან მყისიერად შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და სწრაფად შეათანხმა ჰოსპიტალიზაცია. ტრანსპორტირების პროცესში მუცლის ტკივილმა იმატა და დაეწყო მშობიარობა, რის გამოც საჭირო გახდა მანქანის შეჩერება და ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმის დამსახურებით დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, რომელმაც მაშინვე იტირა.აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ ბრიგადის წევრებისთვის ეს მანქანაში მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა გახლდათ.დედაც და ახალშობილიც სტაბილური მდგომარეობით რუსთავის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ გადაყვანილნი.#გვეამაყებაპარამედიკოსი - ანა კაპანაძეექთანი - მეგი სიბაშვილიმძღოლი - შალვა ღონღაძე#შენისიცოცხლისგადასარჩენად", - აღნიშნულია Facebook-პოსტში. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური 4 საწარმო გამოავლინა

1752746205

ფიზიკური პირი გ. კ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. რატევანი. ამოღებული და დალუქულია 150 ლიტრი რძე.ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფ.რატევანი. ამოღებული და დალუქულია 530 ლიტრი რძე და 100 კილოგრამი სულგუნი.ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისი, გრიგოლ ხანძთელის N11; ამოღებული და დალუქულია 500 ლიტრი რძე, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, 100 კილოგრამამდე სულგუნი, 40 ლიტრი -მცენარეული ცხიმი; 5 ტომარა რძის ფხვნილი(125 კგ).ფიზიკური პირი პ. ა. მისამართი: ბოლნისი სოფ: რატევანი. ამოღებული და დალუქულია 400 ლიტრი რძე და 70 კილოგრამი სულგუნი", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კახა კალაძე: ზოგიერთ მედიას ერთი სიუჟეტი გაუკეთებია ავარიული კორპუსებისთვის რა პროგრამას ვახორციელებთ? უბედურება რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გამოდიან და ხელს მერიისკენ იშვერენ

1752744948

ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მომხდარი ფაქტის სხვისთვის გადაბრალებას."ასევე, თქვენ დაიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ხალხს რაღაცას ვაბრალებდი. ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს მიკადრია. პირიქით, მე ვსაუბრობ კონკრეტულ არსებულ სიტუაციაზე, რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით. თქვენ მოსმენა და გააზრება არ გინდათ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული ქალაქი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საცხოვრებელი კორპუსებით.წინა დღეებში ვისაუბრე, რომ გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები, შეთავაზება. თქვენ კი გამოგყავთ ადამიანი და ტყუილს ალაპარაკებთ, რომ თითქოს მასთან არავინ მისულა და არაფერი შეუთავაზებია. ზუსტად ნახევარ საათში დაიდო კონკრეტული ფოტო სურათი ამ კონკრეტული ადამიანის ხელისმოწერით“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

სამართალი

სპორტი

ყველა სიახლე
აშშ-ში ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1752749724

მიწისძვრა 20 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა და ბიძგები დიდ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.მიწისძვრა 16 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 09:37 საათძე დააფიქსირეს.

ერაყში 5 დღის წინ გახსნილ სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 55 ადამიანი ემსხვერპლა

1752743842

მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრი 5 დღის წინ გაიხსნა. შენობაში ხანძარი ოთხშაბათს საღამოს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.სამედიცინო სააგენტო AFP-ის ცნობით, ხანძარმა 55 ადამიანი იმსხვერპლა. ამასთან, მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ."ტრაგედია შეგვემთხვა", - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა მოჰამედ ალ-მიაჰიმ და დასძინა, რომ სავაჭრო ცენტრის მფლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

1752742121

მმართველი ფრაქციის - "ხალხის მსახურის" შეკრებაზე ზელენსკიმ პრემიერის პოსტზე იულია სვირიდენკო წარადგინა. მისი წინამორბედი, დენის შმიგალი თავდაცვის მინისტრი ხდება.ახალი კაბინეტი დღეს რადაში უნდა დაამტკიცონ.

ამ წერილით ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულების დარღვევა - შალვა პაპუაშვილი

1752741875

"ამ წერილში არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა. ამ წერილში მითითებული არის, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზის მოთხოვნის შემოღების რეკომენდაცია გასცა იმის გამო, რომ ზოგადად პასპორტებთან დაკავშირებით ამოწმებდა შესაბამისობას. არანაირი კავშირი ზოგად ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს შორის არ არსებობს. დიპლომატიურ პასპორტები ეფუძნება 2010 წლის ხელშეკრულებას, მეორე ეფუძნება ზოგად გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის პასპორტთან დაკავშირებით. ამ წერილით ევროკავშირმა აღიარა, რომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება და ამით უკვე გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი, ბრიუსელის სახით არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი. რატომ აკეთებს ამას, აბსოლუტურად რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და მსოფლიო ასპარეზზე ჩნდება როგორც საერთაშორისო სამართლის გამრღვევი იმის გამო, რომ გამოიყენოს ეს სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტებად საქართველოს წინააღმდეგ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში, რა უნდა გააკეთოს ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული

1752741175

"ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება.გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ერთადერთი მიზანი აქვთ ამ ადამიანებს, ეს არის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისათვის, რომ ქვეყანა შეფერხდეს ყველა მიმართულებით, თუმცა ვხედავთ, რომ მათი ეს მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან. რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან გველაპარაკება რაღაც მესიჯებით. არასერიოზულია ეს ყველაფერი.რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია, შეუძლია ამსტერდამში გადავიდეს ბრიუსელიდან”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას... ჯერჯერობით, ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის ბრიუსელში - გიორგი გახარია

1752740312

"ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. აი, ასე "ოცნებას" ნამდვილად არ ჩავბარდები, ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ.თუ აქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ აქ, თუ იქ ვარ ვიბრძოლებ იქ, თუ ციხეში არ ეფექტური, ვიბრძოლებ ციხეში. ჯერჯერობით, ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის აქ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.