გიორგი ვოლსკი ბრიუსელის დირექტივებზე: გვეუბნებიან, რომ საქართველო სახელმწიფო კი არ არის, არამედ უნდა იყოს მარიონეტი, თუ არ არის მარიონეტი მის მიმართ იქნება აგრესიული დამოკიდებულება
1754058883
"მსოფლიოში მიმდინარე
პროცესები,
დამოკიდებულება ევროპული
ქვეყნების ერთმანეთთან,
აშშ-თან სხვადასხვა
ურთიერთობები არ
ვითარდება ყოველთვის
სწორხაზოვნად.
საზოგადოებამ უნდა
იმსჯელოს იქიდან
გამომდინარე, ვისი
არგუმენტია მართალი, თუკი
ბარიერის იქით მხარესაა
ევროპული დათქმები და
ულტიმატუმები გარკვეულ
საკითხებთან
დაკავშირებით, ეს იმას არ
ნიშნავს, რომ ჩვენ
შესაბამისი პასუხი არ
გავცეთ. არგუმენტირებული
პასუხიდან გამომდინარე
მიიღებს საზოგადოება
გადაწყვეტილებას - ვის
მისცეს ხმა, ვინ
სჭირდებოდეს ან არ
სჭირდებოდეს
ხელისუფლებაში. ხალხი
გადაწყვეტს ამას და აქედან
გამომდინარე ჩვენი
პასუხები, რასაკვირველია,
არგუმენტირებულია. მაგრამ,
ფაქტის, რომ ზოგიერთი
მაუწყებლობა ძირითადად
მიჰყვება იმ ხაზს, რომ 8
დათქმაა და აქედან
შეუსრულებელი არის 7, 8, ან 5
და ამ არითმეტიკაში
გადაჰყავთ სერიოზული
მსჯელობა", - განაცხადა
ვოლსკიმ.მისივე თქმით, თუ
ლგბტ პროპაგანდა
გაგრძელდება, აღნიშნული
ყოველთვის იქნება
გამოყენებული, როგორც
ბერკეტი საქართველოს
ინტერესების
საწინააღმდეგოდ, როგორც
დესტაბილიზაციის
გარკვეული მეთოდი და
ბერკეტი."ქვეყანას
სჭირდება სტაბილურობა,
სტაბილურობას,
რასაკვირველია სჭირდება
ის, რომ ლგბტ პროპაგანდა
იყოს შეზღუდული. მათ
უფლებებს არავინ არ უნდა
არღვევდეს, ესეც
აუცილებელი და საჭიროა,
მაგრამ თუკი პროპაგანდა
გაგრძელდება, ეს ყოველთვის
იქნება გამოყენებული,
როგორც ბერკეტი
საქართველოს ინტერესების
საწინააღმდეგოდ, როგორც
დესტაბილიზაციის
გარკვეული მეთოდი და
ბერკეტი. გამჭვირვალობა -
რა საკვირველია, როდესაც
ფული შემოგაქვს
საქართველოში აფინანსებ
რევოლუციურ პროცესებს,
ამასთან დაკავშირებით ან
უნდა თქვა, რომ ასეთი რამ არ
ხდება და უარყო ის ფაქტები
რაც გვაქვს, ან უნდა თქვა,
რომ ჩვენ მზად ვართ კანონის
გარეშე ვუზრუნველჰყოთ
ყველანაირი
გამჭვირვალობა, ამას კი არ
ამბობენ, ისინი ულტიმატუმს
აყენებენ - გააუქმეთ, მორჩა,
ეს კანონი გააუქმეთ. ამას
კი არ მოჰყვება რაიმე
წინადადება, მოდით
განიხილეთ, იქნებ კანონის
გარეშე შევთანხმდეთ, რომ
ჩვენი ფინანსები და
პროგრამები იქნება
გამჭვირვალე, არც ამას
ამბობენ. შენ ხარ პატარა,
ვალდებული ხარ, ნებისმიერ
ელჩს შეუძლია დაუჭიროს
მხარი ნებისმიერ
პოლიტიკურ მიმდინარეობას,
მის სახლში იცხოვროს და
ფული არ გადაუხადოს. აი ესა
ხართ თქვენ, ამით
გვეუბნებიან იმას, რომ
საქართველო სახელმწიფო კი
არ არის, უნდა იყოს
მარიონეტი ხელისუფალი, თუ
არ არის მარიონეტი,
რასაკვირველია მის მიმართ
იქნება აგრესიული
დამოკიდებულება, ამას უნდა
შეეგუო ან არ შეეგუო.
საზოგადოებამ უნდა
გადაწყვიტოს ვინ არის ამ
შემთხვევაში სწორი,
ხაბეიშვილია სწორი, პაატა
ბურჭულაძე, თუ ეს
ხელისუფლება, რომელიც დღეს
მართავს ქვეყანას", -
აცხადებს ვოლსკი.