"რუსული ნავთობი აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და ასუსტებს თვით ევროპას. ეს ნავთობი უნდა შეჩერდეს, უნდა მოხდეს კონფისკაცია და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ" - ზელენსკი

1769157158

"სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია" - გიორგი ვაშაძე

1769157040

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ხანძარი იყო

1769016014

ავტოავარიაში სკოლის 12 მოსწავლე დაიღუპა - შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში მოხდა

1769011745

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ვეღარ ცნობს და ამის მაგალითად საფრანგეთი მოჰყავს

1769006253

პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

1768999826

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

მობილური ინტერნეტის სისწრაფით, საქართველო მე-14 ადგილზეა და ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანას ჩამორჩება

1768911071

სტატისტიკის მიხედვით, საქართველო მე-14 ადგილზე იმყოფება - მას ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანა - დანია და ბულგარეთი უსწრებს.

"13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია" - სუს-ი

1768908488

უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. 

"მოულოდნელი იყო და გახარებული ვარ ძალიან" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

1768908433

"არ ველოდებოდი და გამიხარდა ნამდვილად. 11 თვე მაქვს დარჩენილი და შემეხო შეწყალება", - აცხადებს ერთ-ერთი პატიმარი."სასიხარულოა, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო და გახარებული ვარ ძალიან", - ამბობს მედიასთან კიდევ ერთი პირი, რომელმაც ციხე დატოვა."არ ველოდებოდი, მაგრამ სიურპრიზი გამიკეთეს. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და ყოველივე კარგს, ყველა პატიმარს", - აცხადებს ერთ-ერთი პატიმარი.

სამართალი

მსოფლიო

სპორტი

ყველა სიახლე
ფრანგი მოსამართლის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მას მარი ლე პენისთვის შეზღუდვების მოხსნის თხოვნით მიმართა - Politico

1768993672

ლაფურკადის განცხადებით, ის იმდენად შეშფოთებული იყო აშშ-ის მიდგომით, რომ ამის შესახებ პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა. როგორც Politico წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა პარიზში, აშშ-ის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული და ის ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობის 5 წლიანი აკრძალვის განაჩენის გამოტანიდან 2 თვის შემდეგ შედგა.ცნობისთვის, ლე პენის მიერ აკრძალვის სააპელაციო საჩივარი განხილვის ეტაპზეა და ვერდიქტი მიმდინარე წელს არის მოსალოდნელი.

ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ყველა ნაბიჯი გადადგას და ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება - ლაშა ფარულავა

1768993455

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება გააუმჯობესოს."როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ყველა ნაბიჯი გადადგას და ქართველ ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ განცხადებებს, იკრიბებიან და ამ შეკრების ღირებულებასაც ქართველი ხალხი იხდის, არც ცხოვრება გაიაფებულა და არც პროდუქტების ფასი შემცირებულა", - აცხადებს ფარულავა.

ტრამპის თვითმფრინავში, რომლითაც დავოსში მიფრინავდა, შუქი ჩაქრა -"ელექტრო პრობლემის" გამო პრეზიდენტი იძულებული გახდა თვითმფრინავის შესაცვლელად უკან დაბრუნებულიყო

1768986720

დონალდ ტრამპი და მისი თანმხლები პირები იძულებულნი გახდნენ, თვითმფრინავი შეეცვალათ და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოსახვედრად, სადაც პრეზიდენტი გრენლანდიის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს, დაგვიანებით გამგზავრებულიყვნენ.

ისრაელში, არალიცენზირებულ საბავშვო ბაღში ორი ჩვილი გარდაიცვალა - არიან დაშავებულებიც

1768923906

3 და 6 თვის ბავშვები სკოპუსის საავადმყოფოსა და შაარე ზედეკის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილად გამოცხადდნენ. მედიკოსებმა მათი რეანიმირება ვერ შეძლეს. საავადმყოფოებს ბავშვების სიკვდილის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.ადგილობრივი მედია თავდაპირველად იუწყებოდა, რომ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, გათბობის სისტემიდან გამომავალი ტოქსიკური აირი იყო. თუმცა, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები არ დაფიქსირებულა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებმა საბავშვო ბაღში გადატვირთულობის შესახებაც განაცხადეს. ამასთან, ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ჩვილი, რომელსაც აბაზანაში, იატაკზე სძინავს.ისრაელის პოლიციის განმარტებით, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას მტკიცებულებების აღმოსაჩენად და იმ გარემოებების დასადგენად, რამაც ჩვილების დაზიანება გამოიწვია.

ავიაკომპანია Jet2-მა აეროპორტში 35 მგზავრი დატოვა და ისე გაფრინდა

1768921035

„მათ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ელოდებოდნენ პერსონალის წევრს, რომელიც კარებს გაუღებდა, თვითმფრინავის კიბეებზე ასასვლელად ან თვითმფრინავამდე მიმავალ ავტობუსში ჩასასხდომად“, - ნათქვამია სტატიაში.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტერმინალის კიბეებზე მითითების დროს შეცდომა მოხდა. ავიაკომპანიამ ბოდიში მოუხადა მგზავრებს და განაცხადა, რომ ინციდენტის სასწრაფო გამოძიებას ატარებდა.

ნინო წილოსანი: როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს

1768919427

პრობლემის გადაჭრის გზები შესაძლოა იყოს საკანონმდებლო ინიციატივები ან ცვლილებები, რეგულაციები, ეს ჩემთვის ჯერ უცნობია. რა თქმა უნდა, ორივე ფორმატში მომუშავე კომისიამ უნდა დაასკვნას და შემდგომში ასევე შესაძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ ასევე მესამე ფლანგით მიმდინარეობს მუშაობა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც უნდა შეისწავლოს ამ პროცესში ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები და ხომ არ გვაქვს საქმე კარტელურ და მონოპოლისტურ გარიგებასთან, როდესაც მხარეები თანხმდებიან რამდენი უნდა იყოს ფასი მომატებული. შესაბამისად, არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.