დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს, - ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოცემა POLITICO-სთან გააკეთა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შეაფასა, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ბრიუსელსა და ევრობიუროკრატებს.

"არჩევნების დროს, ის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არა ჩვენი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის გადასაწყვეტია. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და დაცული უნდა იყოს. არავინ არ უნდა ჩაერიოს", - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.