ევროკავშირის საბჭოზე, უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, - ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

ევროპული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკეს ტექსტს 27 წევრი სახელმწიფოდან 26-მა დაუჭირა მხარი.

ლიდერები ბრიუსელში ამ საკითხზე კიდევ ერთხელ, ოქტომბერში იმსჯელებენ.