სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სინოდის წევრებთან ერთად ატარებს.

წირვას ესწრებიან სასულიერო პირები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლები.