დიდ ბრიტანეთში აფეთქება იყო, კერძოდ ქალაქ ბრისტოლში. ქალაქში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიზეზი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქებაა. დაიღუპა ორი ადამიანი, სამი დაშავდა. მიმდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ქალაქის კიდევ ერთ უბანში, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს აღნიშნულ შემთხვევასთან.

უკავშირდება თუ არა აფეთქება ტერაქტს? - დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.