კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკატედრო ტაძარში საპატრიარქოდან დღეს, სინოდის კრების შემდეგ გადაასვენებენ. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძმ მედიასთან საუბვრისას კიდევ ერთხელ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

კითხვაზე, თუ სად დაიკრძალება პატრიარქი, დეკანოზმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს, დაკრძალვის სხვა დეტალებთან ერთად, დღეს 2 საათზე დანიშნული სინოდის კრება გადაწყვეტს.

"მივუსამძიმრებ მთელს ერს. ძალიან დიდი დანაკლისი და მწუხარებაა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. სინოდი შეიკრიბება 2 საათზე, ეს არის საეკლესიო წესი, სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის დეტალებზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში, დანარჩენ დეტალებს, როგორც კი დაადგენს სინოდი, მაშინვე გაცნობებთ​", - აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.