პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებას მოინახულებენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი სამარტოო საკნები და კარცერებია შემორჩენილი და სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პატიმრების უმძიმეს პირობებში ყოფნა უწევდათ. ციხის ყოფილი შენობა ამჟამად უფუნქციოა.

ცნობილია, რომ ხონის პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის ბოლო წლებში დაიხურა და დღემდე არ ფუნქციონირებს.