უნდა დავუბრუნდეთ ფორმატს, სადაც არგუმენტების გაცვლაა და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, გაიაზროს, ვის რა მოსაზრებები აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა.
შარმანაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საჯარო დებატების ფორმატები.
"მისასალმებელია, რომ არსებობდეს ასეთი ტიპის ფორმატები. ბოლო წლების განმავლობაში, მივეჩვიეთ მონოლოგურ რეჟიმს. კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირისპირ სხედან და თავის არგუმენტებს ასაბუთებენ ან ერთმანეთის არგუმენტებს აბათილებენ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ელემენტი. ამიტომ, ჩვენ ამ ფორმატს უნდა დავუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობაზე. ეს იყო ადრე, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე გაქრა, იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს აუკრძალეს ნებისმიერი კონტაქტი ჩვენთან. ასეთი დაპირისპირების დავაკება ჰქონდათ მიღებული. ან ამას გააგრძელებენ, ან არადა, თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი გააჩნია, კეთილი ინებოს და საზოგადოების თვალწინ გააკეთოს ეს ყველაფერი," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
