რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საიდანაც აქტივისტების ნაწილმა მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლა, შემდეგ კი ისევ საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პარლამენტთან ახლა სიმშვიდეა, თუმცა დღეს პოლიციამ 23 პირი, გზის გადაკეტვის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ შორის პარტია "ახალის“ წევრი, შუშანა მაცაბერიძე და აქტივისტი ალბი კორძაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხეს, რის გამოც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.