ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  საავტომობილო გზის კმ31 (ჟინვალი-ანანური) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეგახსენებთ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრაილერი გადაბრუნდა, რამაც საგზაო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.