პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

"აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა"- შსს განცხადებას ავრცელებს

1714762542

"გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.  იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება.მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას",-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"მე დავიღალე ყველა მთავრობასთან ბრძოლაში" - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

1714759291

"ჩემთვის ძალიან სახიფათო ჩელენჯი წამოიწყეს-"სად იყავი ნაცების დროს". სანამ შემომიხტებით, სჯობს,  თვად ვაღიარო:მაშინაც აქ ვიყავი მე საცოდავი, შევარდნაძის დროსაც აქ ვიყავი და ახლაც აქ ვარ... ის კი არადა,  გადაწყვეტილი მაქვს, ოქტომბერში ვინც გაიმარჯვებს, მასთან ვითანამშრომლო. მე დავიღალე ყველა მთავრობასთან ბრძოლაში. ცოტა მოვჩათლახდი და დასვენება მინდა. აწი თქვენ იბრძოლეთ!

მდინარე ნაკრაში სამ მოსწავლეს ეძებენ - ავტომობილი, რომელშიც ისინი ისხდნენ, მდინარეში გუშინ გადავარდა

1714737362

ავტომობილი, რომელშიც ისინი ისხდნენ, მდინარეში გუშინ გადავარდა.

"პოსტ ტივის" გვერდი აღარ იძებნება,  "ქართული ოცნების" გვერდიც დაიჰაკა"

1714592305

"პოსტ ტივის" გვერდი აღარ იძებნება,  "ქართული ოცნების "გვერდიც დაიჰაკა.Anonymous welcome ♥️🙏🏻".

სამართალი

სპორტი

ყველა სიახლე
სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს

1714509933

"აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს",- წერია განცხადებაში

"ავტობუსი დაგვეხმარა, გარმონივით გადაიშალა და გზა გადაკეტა"

1714508521

შეგახსენებთ, პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.ამასთან, სამართალდამცველებმა  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციაზე, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, "პუბლიკის" ჟურნალისტები დაშავდნენ

1714503821

ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში

1714497900

"პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში. 

"ტრისტან სარალიძის გარდაცვალება არ დადასტურდა"- მსახიობი მკურნალობის კურსს თურქეთში გადის

1714343820

შეგახსენეთ, მსახიობის გარდაცვალებაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.