"ეს არის კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რომელიც სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული" - შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე

1753799726

ორსულობის 21-ე კვირას დაბადებული ბიჭი გინესის რეკორდსმენი გახდა - მას "ყველა დროის ყველაზე ნაადრევი ბავშვის" სტატუსი მიანიჭეს

1753798359

ევროკომისიამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა - ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი

1753798291

გრიგოლ გეგელია ალეკო ელისაშვილზე: ის არის ერთ-ერთი ძლიერი, პოტენციური კანდიდატი - მას თბილისში ძალიან სოლიდური მხარდაჭერა აქვს

1753798106

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

1753796554

პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას 29 ივლისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

1753733399

კონკრეტული მისამართებისა და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალას, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, სვანების დასახლების, ჟორდანიას, კოსტავას, ღოღობერიძის, გულბანის, გორგასალის (ნაწილობრივ), ლომინაძის, სურგულაძის, სადგურის, ვაგზლის, ვირსალაძის, მარნეულის, ქინძმარაულის, ბოგდან ხმელნიცკის, კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

1753715316

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +33 - მზიანისოხუმი +34 - მზიანიზუგდიდი +36 - მზიანიმესტია +28 - მზიანიფოთი +32 - მზიანიბათუმი +32 - მზიანიოზურგეთი +36 - მზიანიქუთაისი +39 - მზიანიამბროლაური +34 - მზიანიახალციხე +35 - მზიანიბორჯომი +31 - მზიანიბაკურიანი +29 - მზიანიგორი +35 - მზიანიცხინვალი +32 - მზიანისტეფანწმინდა +24 - უმეტესად ღრუბლიანიგუდაური +21 - უმეტესად მზიანითელავი +33 - მზიანირუსთავი +37 - მზიანითბილისი +36 - მზიანი

"მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 38-41 გრადუსამდე" - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

1753614262

მათივე განცხადებით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

პრემიერ-მინისტრმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა

1753469180

სანდრო ბაზაძე ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 15:9 გაიმარჯვა.პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს „თბილისი არენა“ მასპინძლობს. პრემიერ-მინისტრი ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო, რომლის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აბდელმონემ ელ-ჰუსეინმა. ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს.

სამართალი

მსოფლიო

სპორტი

ყველა სიახლე
იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით - დონალდ ტრამპი

1753782048

"ვაპირებ, დავაწესო ახალი ვადა - დღეიდან დაახლოებით 10-12 დღე. ჩვენთვის ლოდინის მიზეზი აღარ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ გარიგებას არ დავდებთ, მეორადი სანქციების დაწესებას ვაპირებთ. ეს იქნება სანქციები და შესაძლოა, მეორადი ტარიფებიც. რუსეთი შეიძლება ძალიან მდიდარი ყოფილიყო, თუმცა მთელ საკუთარ რესურსს ომზე ხარჯავს, ყველაფერს ომსა და ხალხის მკვლელობაზე ხარჯავენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვფიქრობ, რომ ეს დასრულდება, პუტინი ხალხს კლავს. მე მასთან საუბარი აღარ მაინტერესებს. ჩვენ პატივისცემით და კარგად ვსაუბრობდით, თუმცა შემდეგ დღეებში ხალხი რაკეტებით იღუპებოდა. იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით", - აცხადებს დონალდ  ტრამპი.

"კურიერის" ინფორმაციით, "ლელო" და გახარიას გუნდი მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს 31 ივლისს წარადგენენ

1753781940

"არაფერს არ გამოვრიცხავ და არც ვადასტურებ. გითხარით, რომ ვმსჯელობთ. ძალიან საინტერესო პროცესი გვაქვს მსჯელობის და ძალიან მალე შევატყობინებთ საზოგადოებას, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ის [ალეკო ელისაშვილი] არის ერთ-ერთი ძლიერი, პოტენციური კანდიდატი. მას აქვს ძალიან სოლიდური მხარდაჭერა თბილისში, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. ის არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენი კანდიდატები იქნებიან აპრიორი პარტიული ან აპრიორი - არაპარტიული. ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია და სხვა კოლეგებსაც მინდა მოვუწოდო, ფოკუსი გაასწორონ", - განაცხადა ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ."გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ქეთევან ბაკარაძის თქმით, ორ პარტიას შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 4 სექტემბრამდე ერთობლივი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება."მე ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას საერთოდ ვერ დაგიდასტურებთ, მის პიროვნებას ვერ დაგიდასტურებთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი, მიმდინარეობს კონსულტაციები ორ პარტიას შორის და 4 სექტემბერი არის დედლაინი. ამ პერიოდში თქვენ აუცილებლად გაიგებთ, ვინ იქნება შერჩეული კანდიდატი. ყველა შესაძლო, სავარაუდო კანდიდატს განვიხილავთ, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს 4 სექტემბრამდე", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძე.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ - შალვა პაპუაშვილი

1753779054

"აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ.ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული ენჯეოების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა - კოდური სიტყვები, რომლებიც "დიპ სტეიტის" აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს - "რუსეთუმე", "პრორუსული", "რუსული ჩარევა".თუმცა, სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც, წლების წინ, ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის "ლიბერალმა ზაზებმა" ამხილეს", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვინც "დიფ სთეითის" წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლად ხდება თავდასხმის ობიექტი და "დიფ სთეითის" დავალებით "რუსულის" და "რუსეთუმეს" იარლიყის მიწებებას ცდილობენ ხოლმე - არჩილ გორდულაძე

1753778834

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც "დიფ სთეითის" წისქვილზე წყალს არ ასხამენ, აუცილებლად თავდასხმის ობიექტები ხდებიან და მას რუსული იარლიყს აწებებენ."ადამიანები და პოლიტიკური ძალა, რომელიც დიფ სთეითის წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლად ხდება თავდასხმის ობიექტი და აუცილებლად, დიფ სთეითის დავალებით, რუსულისა და რუსეთუმეს იარლიყის მიწებებას შეეცდებიან ხოლმე. იგივე იყო "ქართული ოცნების" შემთხვევაში, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე [ასე ხდება], მაგრამ ერთ რუსულ გადაწყვეტილებას, არა რუსულ, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას (მიმდინარე პერიოდში ხომ განსაკუთრებით...), ვერავინ გაიხსენებს. სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიღებული იქნა მიმდინარე სესიის განმავლობაში პარლამენტში.არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და საქართველო არის არის ამ თავდასხმის ობიექტები, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს ასეთი კამპანია და რაც მთავარია, ყველანაირი საბუთის, საფუძვლის გარეშე ადამიანებს იარლიყებს აწებებენ და შემდეგ ამ ადამიანებსვე გვთხოვენ თავის მართლებას. განსაკუთრებით, ჩვენ ვხედავთ, რომ, დიფ სთეითის დავალებით, ამ ყველაფერს აღასრულებდა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო სკანდალი, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

ბრაზილიაში, 22 წლის ცნობილი ბლოგერი ძვლის იშვიათი სიმსივნისგან გარდაიცვალა

1753732345

ბლოგერი სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მან ვიდეოში გამომწერებს აუხსნა, რომ ეს მისი ბოლო ვიდეო იყო და აღიარა, რომ ტკივილს გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა.ტრევისოლს კიბო პირველად 2016 წელს დაუდგინდა, როდესაც ექიმთან ფეხის ტრავმის სამკურნალოდ მივიდა, რომელიც ფეხბურთის ბურთის დარტყმის შემდეგ მიიღო. მან ქიმიოთერაპია გაიარა და 2017 წლისთვის კიბო განიკურნა. 2023 წელს კი იუინგის სარკომა დაუდგინდა. ეს არის დაავადების აგრესიული ფორმა, რომელიც ძვლის ქსოვილს აზიანებს.

POLITICO: ევროკავშირი ვერ შეძლებს აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირების დაპირების შესრულებას

1753730169

"ევროკავშირმა აღიარა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, შეასრულოს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირების დაპირება, შოტლანდიაში სავაჭრო მოლაპარაკებებზე დადებული პირობიდან სულ რამდენიმე საათში. ეს იმიტომ ხდება, რომ თანხა მთლიანად კერძო სექტორის ინვესტიციებიდან მოდის, რომელზეც ბრიუსელს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს", - ნათქვამია სტატიაში.გამოცემის თანახმად, ევროკომისიის ანონიმურმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია დადოს გარანტია, რომ ინვესტიცია განხორციელდება, რადგან ეს დამოკიდებულია კერძო კომპანიების განზრახვებზე. სხვა წყაროს თანახმად, შეთანხმებული ინვესტიციის ოდენობა ეფუძნება სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან და კომპანიებთან დეტალურ განხილვებს. ექსპერტები აშშ-ში ევროკავშირის კერძო სექტორის ინვესტიციების იდეას სკეპტიციზმით შეხვდნენ.კვირას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია, რათა თავიდან აეცილებინათ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ტოტალური სავაჭრო ომი. შეთანხმება მოიცავდა დაპირებას, რომ მომდევნო წლებში აშშ-ში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მოახდენდა ევროკავშირის ფული - აღნიშნულია Politico-ს სტატიაში.