ძლიერმა ქარმა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში შექმნა

1765724500

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ხუთი ადამიანი დააკავეს

1765711852

"ვემზადებით ამერიკულ მხარესთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის. ბერლინი რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლებს, შევხვდები პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

1765711802

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქურდობასა და გაუპატიურებასთან ბრძოლა - ბრიტანეთში ითვლება, რომ უარესია იყო რასისტი, ვიდრე გამაუპატიურებელი - ტრასი

1765711764

სტიქია კახეთში - ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

1765710271

პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე

1765700238

"ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, რადგან ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს. არა სოციალური დახმარება, არამედ სამუშაო ადგილი, ანუ შენ იმუშავე, გექნება ხელფასი და შენ ქმნი დოვლათს. ეს არის მთავარი კონცეფცია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინვესტიციაზე.ეს ხალხი ტვინგამორეცხილია, უკვე ყელში ამოვიდა. რაღაც მიტინგებს აწყობენ, თან ვინ აწყობს, ესენი არიან პრორუსი, გონებაჩლუნგი ტიპები. მე სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ. ჩემი დასკვნაა, რომ მაგათი "სასტავი" არიან რუსული აგენტები. ეს არის ჩემი დასკვნა.როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებოდე. ქვეყნების ყველაფერს აკეთებენ ინვესტიციისთვის, ამერიკა, ტრამპი ეხვეწება, ჩემთან ჩადეთ ინვესტიციაო. ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა და ისინი დებენ ფულს ტურიზმში", - აცხადებს ფხაკაძე.

როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ, ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი​ - მეუფე შიო

1764503166

"როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, მას თვითკმარი მნიშვნელობა ენიჭება, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. ღმერთში გამდიდრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენში გაიხსნას ყოველივე ის საუკეთესო, რაც უფალმა მოგვმადლა. ეს ნიშნავს, რომ დავიცვათ მისი მცნებები, მივდიოთ მის მცნებებს, ნორმებს მის მიერ დადგენილს და ეს ნორმები და მცნებები, პირველ რიგში სიყვარულია", - აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

1764321108

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

კახა კალაძე: გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს

1764317859

"ცუდი რა არის იმაში, როდესაც სპორტსმენი გამოხატავს მადლიერებას სახელმწიფოს მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ სპორტის მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შედეგები რაც მივიღეთ კალათბურთში, ფეხბურთში, ძიუდოში ან სპორტის სხვა სახეობებში, ეს შემთხვევით მოვიდა? ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის შედეგი, რომ სპორტსმენებმა იშრომეს თავდაუზოგავად, მათთვის შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პირობები. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის. მაგალითად, ფეხბურთელი რომელიც საზღვარგარეთ რომელიმე კლუბში თამაშობს და თავის ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდის, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ აჩვენოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები.გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, 30 ცალი "ნაცი" რაღაცას თუ გააპროტესტებს. საბედნიეროდ, მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობაში. ხოლო ქვეყნის უმრავლესობა რეალურად ხედავს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოში მარცხდება და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოშიც", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სამართალი

სპორტი

ყველა სიახლე
"მის შვეიცარიის" ფინალისტის სასტიკ მკვლელობაში, ბრალი ოფიციალურად მის ქმარს წარუდგინეს

1765539056

გამომძიებლები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილმა გამოავლინა "განსაკუთრებით მაღალი დონის კრიმინალური ენერგია, თანაგრძნობის ნაკლებობა და ცივსისხლიანობა".ოთხშაბათს, ქალბატონი იოქსიმოვიჩის გარდაცვალების ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, პროკურორებმა მკვლელობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალი მის ქმარს ოფიციალურად წარუდგინეს.მედია იუწყება, რომ 43 წლის ეჭვმიტანილი პატიმრობაში რჩება და სასამართლო პროცესის თარიღი მოგვიანებით დაინიშნება.ცნობისთვის, წყვილი 2017 წელს დაქორწინდა და ბაზელის მდიდრულ უბანში, დიდ სახლში ცხოვრობდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.ბინინგენის მკვიდრმა, სერბული წარმოშობის კრისტინა იოქსიმოვიჩმა "მის ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის" კონკურსში გაიმარჯვა და მოგვიანებით "მის შვეიცარიის" კონკურსის ფინალისტი გახდა.

პრემიერი - 20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

1765535681

„რაც შეეხება 20 ივნისს და იქ კონკრეტული პირების მოქმედებას, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ამაზე იცით, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ჩვენ განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვენეციაში, ახალგაზრდა ქალმა სატვირთო ნავი გაიტაცა და რიალტოს ხიდის ქვეშ მოაჯირს შეეჯახა

1765535451

მედიის ცნობით, ქალმა ნავი მაშინ მოიპარა, როდესაც ის "გრანდ კანალის" მოპირდაპირე მხარეს, რივა დელ პალაცო დეი კამერლენგის ქვეშ, რიალტოში იყო გაჩერებული, სადაც აუდიტის ოფისი მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, ნავი დროებით უყურადღებოდ იყო, რადგან სატვირთო კომპანიის თანამშრომლებს ტვირთი გადაჰქონდათ.შეჯახების შედეგად, ნავიც დაზიანდა, თუმცა ის არ ჩაძირულა და შესაბამისმა სამსახურებმა ის შემთხვევის ადგილიდან მალევე გაიყვანეს.

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს

1765534580

„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფო ლიდერი. ასევე, აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე „, - განაცხადა პრემიერმა.

25 წლის ბრიტანელი ტურისტი ნასვამ მდგომარეობაში, ელექტრო სკუტერით, კაცს შეეჯახა და მოკლა - მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1765534507

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალი ბარიდან გააგდეს, რადგან ის ძალიან ნასვამი იყო. ამის შემდეგ, მან მეგობართან ერთად სკუტერი იქირავა და მამაკაცს შეეჯახა. პოლიციის ცნობით, ქალი ალკოჰოლის მიღებას შეჯახების შემდეგაც აგრძელებდა.მოსამართლე ვენდი ჰიუზმა 25 წლის ქალს, რომელიც პარასკევს, დასავლეთ ავსტრალიის პერტის რაიონულ სასამართლოში წარსდგა, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ივნისიდან მოხდილი დროის ჩათვლით. ამასთან, ქალს ორი წლით პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება არ ექნება.

ძლიერი შტორმის გამო, ღაზის სექტორში 800 000-ზე მეტ ადამიანს დატბორვის საფრთხე ემუქრება - BBC

1765531283

მედიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა უკვე დატბორა ბანაკები და რამდენიმე შენობის ნგრევა გამოიწვია.მედიის ინფორმაციით, ბანაკებში მცხოვრები მოქალაქეების კარვები მუდმივად იტბორება და მათ წყალთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევთ.BBC-ის ცნობით, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მეორე ეტაპს ელოდება.