პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

ასპინძაში, ორსართულიან საცხოვრებელ კორპუს ცეცხლი გაუჩნდა

1751437166

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ქვეითებისთვის ჯარიმა იზრდება

1751376924

ახალი კანონპროექტით, შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დაუმორჩილებლობის გამო, ქვეითისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით განისაზღვრება.იმ შემთხვევაში, თუ ქვეითი მოძრაობის წესებს ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე დაარღვევს, ამისთვის 100 ლარით დაჯარიმდება.

ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

1751368504

"ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა შეიწირა...სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია.გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ.გთხოვთ ყველას — ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ხვალ - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

1751314046

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +21 - წვიმასოხუმი +22 - წვიმაზუგდიდი +25 - წვიმამესტია +17 - წვიმაფოთი +24 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +25 - მზიანიოზურგეთი +25 - უმეტესად მზიანიქუთაისი +25 - უმეტესად მზიანიამბროლაური +22 - უმეტესად ღრუბლიანიახალციხე +23 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +22 - უმეტესად ღრუბლიანიბაკურიანი +17 - უმეტესად ღრუბლიანიგორი +25 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +22 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +18 - უმეტესად ღრუბლიანიგუდაური +14 - უმეტესად მზიანითელავი +27 - უმეტესად მზიანირუსთავი +30 - მზიანითბილისი +28 - მზიანი

სამართალი

სპორტი

ყველა სიახლე
მამა წყალში გადახტა, რათა გადაერჩინა ქალიშვილი, რომელიც საკრუიზო გემიდან ოკეანეში გადავარდა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

1751313407

მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკრუიზო ლაინერი ბაჰამის კუნძულებიდან სამხრეთ ფლორიდაში, ფორტ-ლოდერდეილის პორტში ბრუნდებოდა.როგორც მედია იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მე-4 გემბანიდან გადავარდა, რის შემდეგადაც მამა მის გადასარჩენად გადახტა. თვითმხილველების თქმით, ისინი წყალში 10 წუთზე დიდხანს იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ეკიპაჟის სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.

ინდოეთის აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 16 გველი გადაჰყავდა

1751293303

მედიის ცნობით, მამაკაცს 16 ცოცხალი გველი გადაჰყავდა, რომელთა კონფისკაცია მოხდა."საბაჟო თანამშრომლებმა... ველური ცხოველების კონტრაბანდის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს, ტაილანდიდან დაბრუნებულ მგზავრს 16 ცოცხალი გველი ჩამოართვეს", - განაცხადეს საბაჟოს თანამშრომლებმა.მათი თქმით, დაკავება ინდოეთში, ჩჰატრაპატი შივაჯი მაჰარაჯის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.საბაჟო სააგენტოს განცხადების თანახმად, მამაკაცი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

ირანში Starlink-ი ოფიციალურად აიკრძალა - კანონდამრღვევებს გაამათრახებენ

1751290397

მედიის ცნობით, ადრე, ირანში Starlink-ის ანტენის შეძენა, შავ ბაზარზე, 2 000 დოლარად იყო შესაძლებელი.ისრაელთან ომის დროს, ირანმა თითქმის მთლიანად გათიშა ინტერნეტი და სამხედრო საუბრებში წერდნენ, რომ ობიექტებზე დარტყმები ილონ მასკის თანამგზავრების მეშვეობით ხორციელდებოდა.

მეტროსადგური "ვარკეთილი" 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება

1751281090

"როგორც იცით, მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა. აღნიშნული შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად, უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია", - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი."პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური "ვარკეთილი" 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

“ჯორჯიან ეარვეისი” რეისების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

1751274276

 “გაცნობებთ, რომ 30 ივნისს და 1 ივლისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია. ამ ეტაპზე სადაზღვეო კომპანია არ აძლევს  “ჯორჯიან ეარვეისს”თელ-ავივის მიმართულებით  ფრენების  აღდგენის უფლებას. ასევე, ავიაკომპანიას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები ისრაელის სახელმწიფოსგან.  “ჯორჯიან ეარვეისი” განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებს.მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს”,- ნათქვამია განცხადებაში. 

იზმირი სტიქიური უბედურების ზონაა - ხანძრის გამო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

1751268334

იზმირი სტიქიური უბედურების ზონაა. თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე პროვინციაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი აფერხებს.მობილიზებულია ათასამდე მეხანძრე-მაშველი, 11 თვითმფრინავი და 27 ვერტმფრენი.ვრცელდება ინფორმაციას სამი დაშავებულის შესახებ. ხანძრის მიმდებარე რაიონებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.დაკვამლიანების გამო, იზმირის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.